
დარიჩინის ქულბაქები
ბრუნო შულცი 1892 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინციულ ქალაქ დროგობიჩში დაიბადა. მთელი ცხოვრება ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა ხატვისა და შრომის მასწავლებლად და სიკვდილიც იმავე ქალაქში ეწერა - 1942 წელს ქუჩაში მიმავალი შულცი გესტაპოს ოფიცერმა, კარლ გიუნტერმა თავში გასროლით მოკლა.
ერთი წლით ადრე, როცა ნაცისტებმა დროგობიჩი დაიკავეს, ებრაელმა შულცმა თავისი ნახატებისა და ხელნაწერების დიდი ნაწილი შესანახად გადასცა არაებრაელ მეგობრებს. იქიდან აღარაფერი გადარჩენილა. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქაღალდებში იყო შულცის დაუმთავრებელი რომანი „მესია“.
ბრუნო შულცი, მეოცე საუკუნის დიდი პოლონელი მწერალი, მოთხრობების ორი პატარა კრებულის ავტორია. „დარიჩინის ქულბაქები“ შულცის პირველი, 1934 წელს გამოქვეყნებული წიგნია.
წიგნის დეტალები
სათაური
დარიჩინის ქულბაქები
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ISBN
978994111548
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
160 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,163 კგ