ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა

ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა

წიგნი XX საუკუნის ამერიკელი (წარმოშობით - ქართველი) ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ითარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის - მელიტონ ბალანჩივაძის, დედის - მარიას, დის - თამარისა და ძმის - ანდრიას შესახებ.

წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.

წიგნის ავტორია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ბალეტის კრიტიკოსი ელიზაბეტ კენდელი. იგი იყენებს ბალანჩინის თანამედროვეთა მემუარებს და იმდროინდელ პუბლიკაციებს; ასევე, რუსეთის, ფინეთის, ამერიკისა და საქართველოს არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალას.

სრულად

წიგნის დეტალები

სათაური

ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა

მთარგმნელ(ებ)ი

ISBN

97899411147861

გვერდების რაოდ.

522 გვერდი

ყდა

მაგარი ყდა, სუპერით

კატეგორია

არამხატვრული ლიტერატურა

წონა

0,775 კგ