
კოლექციონერი
ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქსფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც.
„კოლექციონერი“ - ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია - ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი - მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი - 2005 წელს გარდაიცვალა.
წიგნის დეტალები
სათაური
კოლექციონერი
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
ISBN
9789941113932
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
360 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,307 კგ