ახალი
სასკოლო დამხმარე სახელმძღვანელოები

სასკოლო დამხმარე სახელმძღვანელოები

ისტორია - ტესტები ეროვნული გამოცდისათვის, 2023

წინამდებარე ახალი გამოცემა 2023 წლის ისტორიის ეროვნული გამოცდის ფორმატის ანალოგიურია. კრებული შეიცავს ხუთ ტესტს. თითოეული ტესტი შვიდი სხვადასხვა დავალებისგან შედგება.ტესტების მაქსიმალური ქულათა მარაგი, ეროვნული გამოცდის ტესტის მსგავსად, 60 ქულას შეადგენს. კრებულის ბოლოს მოცემულია ზუსტი და სავარაუდო პასუხები. კრებული დაეხმარება XII კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში.

 

ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებისათვის - 2023

წიგნი შედგენილია 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნათა შესაბამისად და განკუთვნილია როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. მასში ასახულია ის ცვლილებები, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამა ითვალისწინებს.წიგნში შესულია ტექსტის რედაქტირების, საპროგრამო და არასაპროგრამო ტექსტების წაკითხულის გააზრების, წერითი დავალებებისა და შესრულებული თხზულების ნიმუშები, მოცემულია შეფასების სქემა.

გასააანალიზებელი ნაწარმოებები მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც თანამედროვეობის უმთავრეს პრობლემებად მიიჩნევა და მოითხოვს გულდასმით დამუშავებასა და სათანადო ყურადღებას.ჩვენი მიზანია, დავალების პირობით განსაზღვრული კონკრეტული პრობლემის მიხედვით აბიტურიენტებმა და მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის ანალიზი და ამ პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობა.
 წიგნის ფინანსური მხარდამჭერია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ვეფხისტყაოსანი (განახლებული) - ტექსტი და კომენტარები
 

ამ გამოცემის თავისებურება უპირველესად ის არის, რომ ყოველ სტროფს უშუალოდ მოსდევს თანამედროვე მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვებისა და გამოთქმების, ფრაზების, სახეების, ქვეტექსტების განმარტება. ბუნებრივია, ეს აიოლებს ნაწარმოების წაკითხვას, მის აღქმასა და გაგებას.
წიგნში პოემის ტექსტს ერთვის მისი ანალიზი; დეტალურად არის განხილული ნაწარმოების ეპიზოდები, პერსონაჟთა სახეები, მათი ურთიერთობა, სიტუაციები, რომლებშიც ისინი არიან მოქცეული; განხილულია გამოკვეთილი პრობლემები და კონფლიქტები, პოემის იდეური საყრდენები და ლაიტმოტივები; წარმოჩენილია მხატვრულ-მსოფლმხედველობრივი კონცეფცია, რომლებზეც ნაწარმოებია აგებული.
ტექსტის კომენტარები და ნაწარმოების ანალიზი დაეხმარება მკითხველებს, ლიტერატურის მოყვარულებს, განსაკუთრებით, უფროსკლასელებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ სამყაროსთან მიახლოებაში.

ეს არის წიგნის მეოთხე, გადამუშავებული გამოცემა.

 

სრულად

წიგნის დეტალები

სათაური

სასკოლო დამხმარე სახელმძღვანელოები

ISBN

67284

გვერდების რაოდ.

350 გვერდი

კატეგორია

ქართული

წელი

2023

წონა

0,600 კგ