„გონკურის“ გამარჯვებული რომანების კომპლექტი

„გონკურის“ გამარჯვებული რომანების კომპლექტი

კომპლექტში შედის საფრანგეთის მთავარი ლიტერატურული ჯილდოს - „გონკურის“ - მფლობელი სამი თანამედროვე ფრანგული რომანი.

 

მატიას ენარი, „კომპასი“. მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი.

   

   „კომპასი“, რომლისთვისაც მწერალს 2015 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს.

   ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე _ სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა _ აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში _ ირანში გადაიკვეთა. ისინი უსასრულოდ მსჯელობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთკავშირსა და განსხვავებებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, არქეოლოგიაზე... სარა და ფრანცი კარგავენ, პოულობენ, ისევ კარგავენ ერთმანეთს, და მათი კომპასი მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიუტადაა მიმართული აღმოსავლეთისაკენ. უწერიათ თუ არა მათ შეხვედრა?..

 

ერიკ ვუიარი, „დღის წესრიგი“. მთარგმნელი: თამარ ლომიძე.

 

   „დღის წესრიგი“ თანამედროვე ფრანგი მწერლის, პოეტის, სცენარისტის, კინორეჟისორის ერიკ ვუიარის რომანია, რომლისთვისაც ავტორს 2017 წელს გონკურის პრემია მიენიჭა.
წიგნი მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებს უტრიალებს: ჰიტლერისა და მსხვილი გერმანელი მეწარმეების ფინანსურ გარიგებას, ევროპელი ლიდერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ნაცისტური რეჟიმისადმი, რომელმაც ჯერ გერმანიის მრეწველობა და ბანკები დაიქვემდებარა, მერე არასასურველი ადამიანები დაადუმა ან განდევნა, ბოლოს კი უცხოური სახელმწიფოების ტერიტორიების დასაპყრობად მოიცალა.

 

ერვე ლე ტელიე, „ანომალია“. მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი.

 

   2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი - ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მობეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, მოკრძალებული მწერალი, რომელიც უეცრად სახელოვანი ხდება. არიან სხვებიც. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ თავისი საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ...
   „ანომალია“ ერვე ლე ტელიეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლისთვისაც 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.
 

წიგნის დეტალები

სათაური

„გონკურის“ გამარჯვებული რომანების კომპლექტი

ISBN

9780000000001

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

490 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

წონა

0,875 კგ