"ბნელი კოშკის" კომპლექტი

"ბნელი კოშკის" კომპლექტი

კომპლექტში შედის სტივენ კინგის "ბნელი კოშკის" მე-2 ტომი და მე-3 ტომის ორი ნაწილი.

ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას.

 

ბნელი კოშკი 2 - "სამის გამორჩევა". მთარგმნელი: ნინო შეყილაძე.

 

”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.

 

 

ბნელი კოშკი 3. "უნაყოფო მიწები", I ნაწილი, II ნაწილი. მთარგმნელი: ნიკა სამუშია.

 

„ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. 
წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...

სრულად

წიგნის დეტალები

სათაური

"ბნელი კოშკის" კომპლექტი

ავტორ(ებ)ი

ISBN

9780000000000

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

510 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

წონა

0,990 კგ