„დიოგენეს ბიბლიოთეკას“ მეივის გალანტის წიგნი დაემატა!

„დიოგენეს ბიბლიოთეკას“ მეივის გალანტის წიგნი დაემატა!

10.12.2021
270

მეივის გალანტი მეხუთე კანადელი მწერალია, რომლის წიგნსაც „დიოგენე“ პირველად გამოსცემს. მარგარეტ ეტვუდის, მაიკლ ონდააჩის, მარგარეტ ლორენსისა და ელის მანროს წიგნებს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს.
მეივის გალანტი, ნობელიანტი ელის მანროს მსგავსად, მოთხრობის ჟანრის ოსტატია.             

„მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ შორისაც იკვეთება საერთო ხაზი: ისინი ან სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში, ან ქალები და კაცები, რომელთა ცოლქმრული ცხოვრების სიმტკიცე საეჭვო გამხდარა, ან ხალხი, ვისაც უჭირს ილუზორული და ნამდვილი ცხოვრების ერთმანეთისაგან გარჩევა.

წიგნი ინგლისურიდან ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს.