წიგნის მაღაზია "დიოგენე" მდებარეობს სპორტის სასახლის გვერდით, ა. აფაქიძის #9-ში (დააწკაპუნეთ სურათზე). მაღაზია არის მწერალთა და მკითხველთა შეხვედრის ადგილი. აქ იმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ფილმების ჩვენება. ჩვენს მაღაზიაში ქართულ და უცხოურ წიგნებთან ერთად ხელნაკეთ ნივთებსა და სუვენირებს ექსკლუზიურ ფასად შეიძენთ. მაღაზიის მუდმივ კლიენტებს გადაეცემათ ქულების დაგროვების ბარათი და ეწყობა ფასდაკლების აქციები: ”მწვანე შაბათი”, ”ერთი წიგნის დღე” და სხვა. მსურველებს ვთავაზობთ წიგნთან დაკავშირებულ ორიგინალურ აქსესუარებს.
ინტერიერის საავტორო დიზაინი, მუდმივმოქმედი აქციები, საინტერესო კულტურული პროგრამა ბავშვებისა და უფროსებისთვის, კვალიფიციური მომსახურება, უფასო ინტერნეტი, გემრიელი ჩაი და ყავა ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, რომელსაც ჩვენს მაღაზიაში შემოსვლისთანავე იგრძნობთ.
გელით ყოველდღე 11.00-დან 20.00 საათამდე.პარასკევს მაღაზია ღიაა 21:00 სთ-მდე.