წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: პოეზია

  • სათაური :    მექანიკური როიალი
    ავტორი :    ნუგზარ ზაზანაშვილი
    ISBN :    978-9941-11-539-4
    გვერდები :    170
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ნუგზარ ზაზანაშვილი - პოეტი, ესეისტი, ეკოლოგი - დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის სპეციალობით; პარალელურად იქვე გაიარა ხელოვნებათმცოდნეობის ორწლიანი კურსი. ლიტერატურული წერილი პირველად 1980 წელს გამოაქვეყნა, ლექსები - 1981 წელს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1992 წელს კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოიცა; კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ „საბა 2006“-ის ნომინანტია, „ცის“ 2010 წელს გამოქვეყნდა, „მექანიკური როიალი“ კი - მეოთხე კრებულია. მისი ლექსები შეტანილია მწერალ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილ წიგნში „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია: 1990-2004“ („Link“, 2004) და პოეტ ზვიად რატიანის შედგენილ წიგნში „ქართული ლექსი: XX საუკუნე“ („დიოგენე“, 2015). ნუგზარ ზაზანაშვილი არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორიც. სერია ET CETERA
    სრულად
  • სათაური :    მოუკრეფავნი
    ავტორი :    ვახუშტი კოტეტიშვილი
    ISBN :    99940-16-82-2
    გვერდები :    110
    ფასი :    4.9 GEL
    ანოტაცია :   
    წიგნში შესულია თედო სახოკიას მიერ შეგროვებული მასალა - ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები. ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმანი.
    სრულად
  • სათაური :    სვანური სიმღერების კვალდაკვალ
    ავტორი :    დავით წერედიანი
    ISBN :    978-9941-11-254-6
    გვერდები :    108
    ფასი :    4.9 GEL
    ანოტაცია :   
    წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც დავით წერედიანმა შეკრიბა და თარგმნა. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანის შესავალი წერილი: ”სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია.
    სრულად
  • სათაური :    ქართული ლექსი - XX საუკუნე
    ავტორი :    ზვიად რატიანი
    ISBN :    978-9941-11-511-0
    გვერდები :    544
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამდეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.
    სრულად
  • სათაური :    შენთვის შეიძლება
    ავტორი :    ზვიად რატიანი
    ISBN :    978-9941-11-512-7
    გვერდები :    60
    ფასი :    5.9 GEL
    ანოტაცია :   
    „შენთვის შეიძლება“ ზვიად რატიანის მეექვსე პოეტური კრებულია.
    სრულად