წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: პროზა

  • სათაური :    დაიკიდე, ჯივზ!
    ავტორი :    პ. გ. ვუდჰაუსი
    ISBN :    978-9941-11-296-6
    გვერდები :    272
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინგლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვუდჰაუსს - უკვე სახელგანთქმულ მწერალს - ბრალი კოლაბორაციონიზმში დასდეს.
    სრულად
  • სათაური :    დარიჩინის ქულბაქები
    ავტორი :    ბრუნო შულცი
    ISBN :    978-9941-11-548-6
    გვერდები :    160
    ფასი :    10.9 GEL
    ანოტაცია :   
    ბრუნო შულცი 1892 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინციულ ქალაქ დროგობიჩში დაიბადა. მთელი ცხოვრება ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა ხატვისა და შრომის მასწავლებლად და სიკვდილიც იმავე ქალაქში ეწერა - 1942 წელს ქუჩაში მიმავალი შულცი გესტაპოს ოფიცერმა, კარლ გიუნტერმა თავში გასროლით მოკლა. ერთი წლით ადრე, როცა ნაცისტებმა დროგობიჩი დაიკავეს, ებრაელმა შულცმა თავისი ნახატებისა და ხელნაწერების დიდი ნაწილი შესანახად გადასცა არაებრაელ მეგობრებს. იქიდან აღარაფერი გადარჩენილა. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქაღალდებში იყო შულცის დაუმთავრებელი რომანი „მესია“. ბრუნო შულცი, მეოცე საუკუნის დიდი პოლონელი მწერალი, მოთხრობების ორი პატარა კრებულის ავტორია. „დარიჩინის ქულბაქები“ შულცის პირველი, 1934 წელს გამოქვეყნებული წიგნია. სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“
    სრულად
  • სათაური :    დასასრულის განცდა
    ავტორი :    ჯულიან ბარნსი
    ISBN :    978-9941-11-456-4
    გვერდები :    176
    ფასი :    10.9 GEL
    ანოტაცია :   
    „დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა.
    სრულად
  • სათაური :    დროის ხმაური
    ავტორი :    ჯულიან ბარნსი
    ISBN :    978-9941-11-510-3
    გვერდები :    202
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ბიოგრაფიული რომანის „დროის ხმაური“ მთავარი გმირი დიდი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტალინის ეპოქაში ცხოვრება სამუდამო კვალს ტოვებს ხელოვანზე, რომელიც ცდილობს, ნებისმიერ ფასად გადაირჩინოს თავი და ღირებული მუსიკა შექმნას. რეჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლესაც და შემოქმედის მისწრაფებებსაც, წიგნის მთავარ გმირს კონფორმიზმისკენ, ყველაზე მთავარის დათმობისკენ უბიძგებს. არის კი სხვა გზა „დროის ხმაურში“?
    სრულად
  • სათაური :    დროშები მტვერში
    ავტორი :    უილიამ ფოლკნერი
    ISBN :    978-9941-11-298-0
    გვერდები :    548
    ფასი :    13.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”დროშები მტვერში” უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ ”იოკნაპატოფას ოლქში” ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს - გამომცემლის დაჟინებით - ”სარტორისი” დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. ”დროშები მტვერში” - ავტორისეული სახელწოდებით და სრულად - მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ - 1973-ში გამოიცა.
    სრულად
  • სათაური :    დღიური
    ავტორი :    ნიკოლას სპარკსი
    ISBN :    978-9941-11-283-6
    გვერდები :    206
    ფასი :    6.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”დღიური” ნიკოლას სპარკსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, მისი ავტორი კი - ხმაურიანი დებიუტის წყალობით - სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა. წიგნის არნახულ პოპულარობას ხელი მის მიხედვით 2004 წელს გადაღებულმა ფილმმაც შეუწყო. მარადიული სიყვარულის ეს ბრწყინვალედ მოთხრობილი ისტორია ქართულად პირველად ითარგმნა.
    სრულად
  • სათაური :    დჰარმის მაწანწალები
    ავტორი :    ჯეკ კერუაკი
    ISBN :    978-9941-11-472-4
    გვერდები :    300
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო - დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს. ჯეკ კერუაკმა წიგნი 1958 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლით ადრე რომანი „გზაზე“ გამოიცა, რომლის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს „დჰარმის მაწანწალები“. ეს რომანი, ისევე, როგორც „გზაზე“, ავტობიოგრაფიულია - გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ბუდიზმით გატაცებული რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობარი პოეტები ცდილობენ, სულიერი სიმშვიდე ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალითა და მედიტაციით მოიპოვონ.
    სრულად
  • სათაური :    ეგრე გააგრძელე, ჯივზ!
    ავტორი :    პ. გ. ვუდჰაუსი
    ISBN :    978-9941-11-443-4
    გვერდები :    246
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) მოთხრობების კრებულია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი გმირების - ჯივზისა და ვუსტერის შესახებ შექმნილი სერიის ნაწილია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება.
    სრულად
  • სათაური :    ემიგრანტები
    ავტორი :    ვ. გ. ზებალდი
    ISBN :    978-9941-11-546-2
    გვერდები :    228
    ფასი :    11.9 GEL
    ანოტაცია :   
    „შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? - ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ. ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვინფრიდ გეორგ ზებალდს აკადემიური წრის იქით კარგა ხანს არავინ იცნობდა. ზებალდმა ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. იგი ორმოცს გადაცილებული იყო, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა და ავტორს თანამედროვეობის
    სრულად
  • სათაური :    ერთადერთი ამბავი
    ავტორი :    ჯულიან ბარნსი
    ISBN :    978-9941-11-609-4
    გვერდები :    278
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    „მაშინ უკვე იცოდი, რომ არსებობდა როგორც კარგი, ასევე ცუდი სექსიც. ბუნებრივია, ცუდს კარგი გერჩია, მაგრამ რაკი ჯერაც ახალგაზრდა იყავი, იმასაც ფიქრობდი, რომ ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, მთლად უსექსობას ცუდი სექსი სჯობდა. ეგ კი არა, ზოგჯერ ეს ხელმრუშობაზე უკეთესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა არა - ყოველთვის. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ამ ორ უკიდურესობას გულისხმობს, ძალიან ცდება, რადგან თურმე არსებობდა მისი სხვა ნაირსახეობაც, რომლის შესახებაც მაშინ არაფერი იცოდი - რაღაც ისეთი, რასაც, უბრალოდ, ცუდი სექსის ქვესახეობად ვერ ჩათვლიდი, გინდაც მის თაობაზე ყურმოკვრით გსმენოდა. ამას მოსაწყენი სექსი ჰქვია და უფრო მოსაწყენს, ღმერთმანი, ვერც ვერაფერს წარმოიდგენს კაცი...“ უნივერსიტეტიდან არდადეგებზე შინ დაბრუნებული 19 წლის პოლი საჩოგბურთო კლუბში წევრიანდება, სადაც სიუზენს გაიცნობს. სიუზენი 48 წლისაა, დაოჯახებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მცირე ხანში პოლისა და სიუზენის ურთიერთობა უბრალო ნაცნობობას სცდება - მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს წიგნი სწორედ ამ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც უკვე ხანში შესული პოლი ჰყვება. სერია ET CETERA
    სრულად