წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: პროზა

  • სათაური :    ჯოილენდი
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-467-0
    გვერდები :    316
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ჯოილენდი“ სტივენ კინგის 2013 წელს გამოქვეყნებული რომანია. ხანში შესული დევინ ჯონსი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებს: „21 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვაჟიშვილი გახლდით და ლიტერატურული მისწრაფებები მქონდა... დანჯღრეული „ფორდიც“ მყავდა (ვერაფერს ვიტყვი, რადიო კარგად უმუშავებდა), შიგადაშიგ თვითმკვლელობაზე ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე, გული კი გაბზარული მქონდა“. მთავარი გმირის ცხოვრება 1973 წლის ზაფხულში სამუდამოდ იცვლება. არდადეგებზე ჯონსი მუშაობას გასართობ პარკ „ჯოილენდში“ იწყებს. „ჯოილენდი“ სხვა მსგავსი პარკებისგან არაფრით გამორჩეული იქნებოდა, რომ არა მის ერთ-ერთ პავილიონში მომხდარი შემზარავი მკვლელობა და მასთან დაკავშირებული უცნაურობები, რომლებიც ჯონსს მოსვენებას არ აძლევს.
    სრულად
  • სათაური :    ჰენდერსონი, წვიმის მეფე
    ავტორი :    სოლ ბელოუ
    ISBN :    978-9941-11-444-1
    გვერდები :    562
    ფასი :    16.9 GEL
    ანოტაცია :   
    სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. ”ჰენდერსონი, წვიმის მეფე” - ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი - 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება: ”როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად - ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო - არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ!”
    სრულად