წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: საბავშვო და საყმაწვილო

  • სათაური :    პარადიის არდადეგები
    ავტორი :    თეა თოფურია
    ISBN :    978-9941-11-208-9
    გვერდები :    75
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    „პარადიის არდადეგები“ თეა თოფურიას საბავშვო წიგნია, რომელიც ორი მოთხრობისგან შედგება. წიგნის სათაურად პირველი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი. მეორე მოთხრობა - „მოდრეიფე სოფელი“ - პირველის გაგრძელებაა. ეკი პატარა გოგონაა, რომლის მშობლებიც ბევრს მოგზაურობენ და მისთვის ვერასდროს იცლიან.
    სრულად
  • სათაური :    პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე
    ავტორი :    ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი
    ISBN :    978-9941-11-158-7
    გვერდები :    0
    ფასი :    7.9 GEL
    ანოტაცია :   
    „პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული საბავშვო წიგნის ქართული თარგმანია.
    სრულად
  • სათაური :    პეპი გრძელწინდა
    ავტორი :    ასტრიდ ლინდგრენი
    ISBN :    99940-16-31-8
    გვერდები :    340
    ფასი :    17.9 GEL
    ანოტაცია :   
    პეპი - მსოფლიოს ხალხთა ბავშვების უსაყვარლესი წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას თავგადასავლების შესახებ. წიგნი განკუთვნილია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.
    სრულად
  • სათაური :    პიერი და მთვარე
    ავტორები :    ალის ბრიერ-აკე სელია შოფრე
    ISBN :    978-9941-11-177-8
    გვერდები :    32
    ფასი :    10.9 GEL
    ანოტაცია :   
    საფრანგეთში მეტად პოპულარული „პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის - ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში.
    სრულად
  • სათაური :    რუკები
    ავტორი :    ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები
    ISBN :    978-9941-11-559-2
    გვერდები :    116
    ფასი :    49.9 GEL
    ანოტაცია :   
    ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი, ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკები“ 2012 წელს შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. „რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა. ეს წიგნი მთელ მსოფლიოში გამოგზაურებთ და თვალნათლივ დაგანახებთ დედამიწის მრავალფეროვნებას. ისლანდიაში გეიზერებს ნახავთ, ეგვიპტეში ქარავნებს, მექსიკაში - მაიას ტომის დასახლებებს; ფინეთში პოლარული ღამე გაგაოცებთ, მადაგასკარზე კი უზარმაზარი ბაობაბი… 55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ, და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ უფრო მეტის გაგება. ზურგის ქარს გისურვებთ!
    სრულად
  • სათაური :    სახურავის ბინადარი კარლსონი
    ავტორი :    ასტრიდ ლინდგრენი
    ISBN :    978-9941-11-432-3
    გვერდები :    456
    ფასი :    19.9 GEL
    ანოტაცია :   
    "დიოგენე" გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის - ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარული ამბების სრულ ვერსიას ერთ წიგნად. ახალი გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.
    სრულად
  • სათაური :    უთვალავი კოცნა
    ავტორი :    სელმა მანდინი
    ISBN :    978-9941-11-215-7
    გვერდები :    26
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”როგორია კოცნა?” კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. ”კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება”.
    სრულად
  • სათაური :    ქუჩის მუსიკოსები
    ავტორი :    გაბრიელ ვენსანი
    ISBN :    978-9941-11-249-2
    გვერდები :    28
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”ქუჩის მუსიკოსები” გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის ერთ-ერთი წიგნია. მთავარი გმირები - თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული.
    სრულად
  • სათაური :    ყაჩაღის ასული რონია
    ავტორი :    ასტრიდ ლინდგრენი
    ISBN :    99928-994-6-8
    გვერდები :    212
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების - მანამდე მოსისხლე მტრების - შერიგება და დამეგობრება.
    სრულად
  • სათაური :    ჩვენც სალტკროკელები ვართ
    ავტორი :    ასტრიდ ლინდგრენი
    ISBN :    99940-45-13-X
    გვერდები :    272
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    რამდენიმე წლის წინათ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისაკენ მოაგარაკეების ოჯახი მიემგზავრებოდა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას.
    სრულად