წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: საბავშვო და საყმაწვილო

  • სათაური :    აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ
    ავტორი :    სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი
    ISBN :    978-9941-11-213-3
    გვერდები :    30
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ციცქნა და დიდი ყურცქვიტას ამბავი, რომლებიც არკვევენ ვის უფრო მეტად უყვარს მეორე, თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.
    სრულად
  • სათაური :    არრა!
    ავტორი :    მარტა ალტესი
    ISBN :    978-9941-11-251-5
    გვერდები :    32
    ფასი :    4.9 GEL
    ანოტაცია :   
    რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... ”არრა!” მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი ქართულად გია ჭუმბურიძემ თარგმნა.
    სრულად
  • სათაური :    გრძელფეხება მამილო
    ავტორი :    ჯინ ვებსტერი
    ISBN :    978-9941-11-360-4
    გვერდები :    416
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში. გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში.
    სრულად
  • სათაური :    გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი
    ავტორი :    ლელა ცუცქირიძე
    ISBN :    978-9941-11-271-3
    გვერდები :    44
    ფასი :    4.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი” სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია. წიგნი თინა ჩხიკვიშვილის მიერაა ილუსტრირებული.
    სრულად
  • სათაური :    დაუსრულებელი ამბავი
    ავტორი :    მიხაელ ენდე
    ISBN :    978-9941-11-396-3
    გვერდები :    538
    ფასი :    25 GEL
    ანოტაცია :   
    საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი.
    სრულად
  • სათაური :    ედრიან მოულის საიდუმლო დღიური
    ავტორი :    სიუ ტაუნსენდი
    ISBN :    978-9941-11-389-5
    გვერდები :    292
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა - ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს ”ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა.
    სრულად
  • სათაური :    ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან
    ავტორი :    გაბრიელ ვენსანი
    ISBN :    978-9941-11-248-5
    გვერდები :    28
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან” გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის ერთ-ერთი წიგნია. მთავარი გმირები - თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული.
    სრულად
  • სათაური :    ვინი ფუუჰი
    ავტორი :    ა. ა. მილნი
    ISBN :    978-9941-11-285-0
    გვერდები :    336
    ფასი :    29.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”ვინი ფუუჰი” საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავ-თეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და ”ვინი ფუუჰის” ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.
    სრულად
  • სათაური :    კოტრიალა ლექსები
    ავტორი :    ბარბარა რაიდი
    ISBN :    978-9941-11-209-6
    გვერდები :    0
    ფასი :    10.9 GEL
    ანოტაცია :   
    „კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის - ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი
    სრულად
  • სათაური :    პალომა - უცნაური მეფის ასული
    ავტორი :    თეა ლომაძე
    ISBN :    99940-45-55-5
    გვერდები :    152
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ იციან მათ, რომ ყველა პრინცესა ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთი უცნაურია ერთი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ერთადერთი ასული - პალომა. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა მისი საქციელი, მანაც სასახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი და მგრძნობიარე მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით - მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა. თავის გრძელ გზაზე პალომა სულიერად გაიზარდა, ყველას უწილადა სიკეთე და, რაც მთავარია, ნამდვილი, მოულოდნელი სიყვარული იპოვა.
    სრულად