წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: ქართული პროზა

  • სათაური :    ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე
    ავტორი :    ზაალ სამადაშვილი
    ISBN :    978-9941-11-281-2
    გვერდები :    200
    ფასი :    4.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე” ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს. ”მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად ”ზაალ სამადაშვილის” ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო - ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი... ”
    სრულად
  • სათაური :    აღმოსავლეთის გამოგონება
    ავტორი :    ირმა ტაველიძე
    ISBN :    978-9941-11-428-1
    გვერდები :    138
    ფასი :    7.9 GEL
    ანოტაცია :   
    ირმა ტაველიძე დაიბადა 1973 წლის 20 ოქტომბერს გორში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პროზაული ტექსტები 1999 წელს დაიბეჭდა. 2007 წელს გამოიცა ირმა ტაველიძის მოთხრობების პირველი კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად“. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. თარგმნა მიშელ უელბეკის წიგნები: „პლატფორმა“ და „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - ჯ. მ. კუტზეესა და პოლ ოსტერის „აქ და ახლა: წერილები (2008-2011)“. 2011 წლიდან არის შვედ და ქართველ დრამატურგთა ჯგუფის წევრი. „აღმოსავლეთის გამოგონება“ ირმა ტაველიძის მოთხრობების მეორე კრებულია.
    სრულად
  • სათაური :    გადამალვა
    ავტორი :    ალეკო შუღლაძე
    ISBN :    978-9941-11-516-5
    გვერდები :    200
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით... რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი
    სრულად
  • სათაური :    კონკიას ღამე
    ავტორი :    კოტე ჯანდიერი
    ISBN :    978-9941-11-079-5
    გვერდები :    324
    ფასი :    7.9 GEL
    ანოტაცია :   
    კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა - „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“.
    სრულად
  • სათაური :    პენმარათონი 2018
    ავტორი :   
    ISBN :    978-9941-11-617-9
    გვერდები :    170
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ეს კრებული 2018 წლის ივნისში საერთაშორისო, ქართულ-გერმანული ლიტერატურული კონკურსის „პენმარათონის“ ფარგლებში დაწერილი 10 საუკეთესო მოთხრობისგან შედგება. პენმარათონი ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია, რომელიც საქართველოში უკვე შვიდჯერ ჩაატარა გამომცემლობა „დიოგენემ“ (პირველი - 2002 წელს). კონკურსი 2 ეტაპად იმართება: მონაწილეების შერჩევა და წერითი სესია - პენმარათონი. წერითი სესიის დროს, 24 საათის განმავლობაში, მონაწილეებმა ჟიურის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად უნდა შექმნან მხატვრული პროზის ორიგინალური ნიმუში. წელს პენმარათონი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - კახეთში, სასტუმრო კომპლექს „მაროშენში“ ჩატარდა. წერით სესიაში 13 ქართველი და 9 გერმანელი ავტორი მონაწილეობდა. საკონკურსო დავალება იყო ფრაზა უილიამ შექსპირის „ჰამლეტიდან“, რომელიც მონაწილეებს ნაწარმოების ეპიგრაფად უნდა გამოეყენებინათ: „სიცრუის ჩანგლით შენ დაიჭერ სიმართლის თევზსა…“
    სრულად