წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: უცხოური პროზა

  • სათაური :    ალექსის ზორბასის ცხოვრება
    ავტორი :    ნიკოს კაზანძაკისი
    ISBN :    978-9941-11-565-3
    გვერდები :    356
    ფასი :    15.9 GEL
    ანოტაცია :   
    დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია - კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.
    სრულად
  • სათაური :    ალი და ნინო
    ავტორი :    ყურბან საიდი
    ISBN :    978-9941-11-520-2
    გვერდები :    246
    ფასი :    11.9 GEL
    ანოტაცია :   
    რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომლებსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს. რაც შეეხება წიგნის ავტორს - დღემდე უცნობია ვინ იმალება ყურბან საიდის სახელის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს არაერთი კვლევა მიეძღვნა. ერთი რამ უდავოა - „ალი და ნინოს“ ავტორი სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის მკითხველებისთვის ერთნაირად ახლობელია.
    სრულად
  • სათაური :    ამერიკული პასტორალი
    ავტორი :    ფილიპ როთი
    ISBN :    978-9941-11-481-6
    გვერდები :    612
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და
    სრულად
  • სათაური :    ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება
    ავტორი :    რომენ გარი
    ISBN :    978-9941-11-447-2
    გვერდები :    230
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის მიიღო.
    სრულად
  • სათაური :    არჩევანი
    ავტორი :    გოლი თარაყი
    ISBN :    978-9941-11-549-3
    გვერდები :    266
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხ
    სრულად
  • სათაური :    ახალი ცხოვრება
    ავტორი :    ორჰან ფამუქი
    ISBN :    978-9941-11-450-2
    გვერდები :    352
    ფასი :    11.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”ერთხელ ერთი წიგნი წავიკითხე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სრულიად ჩავიძირე წიგნში, რომელიც ჩემს ამბავს ყვებოდა, თან ვერც გავიგე - როგორ. შეიძლება, გავიგე კიდეც, მაგრამ დამავიწყდა - მე ხომ სიკვდილს, უბედურებას, გამქრალ ნიშნებს შორის საკუთარი გზის პოვნას ვცდილობდი...” ”ახალი ცხოვრება” ორჰან ფამუქის 1994 წელს გამოცემული რომანია. მწერალი გვთავაზობს მოგზაურობას მისთვის დამახასიათებელ ლაბირინთებში, საიდანაც თითოეული მკითხველი სიყვარულთან, პოლიტიკურ შეთქმულებებთან, ვნებასთან, სიბეცესთან, ახალი ცხოვრების მაძიებლებთან შეხვედრების შემდეგ სხვა ადამიანად უნდა დაბრუნდეს.
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 1 (მსროლელი)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-445-8
    გვერდები :    294
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი - ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს.
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-488-5
    გვერდები :    510
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას.
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები I)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-495-3
    გვერდები :    330
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები II)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-504-2
    გვერდები :    314
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...
    სრულად