წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: საბავშვო შემეცნებითი

  • სათაური :    რუკები
    ავტორი :    ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები
    ISBN :    978-9941-11-559-2
    გვერდები :    116
    ფასი :    49.9 GEL
    ანოტაცია :   
    ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი, ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკები“ 2012 წელს შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. „რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა. ეს წიგნი მთელ მსოფლიოში გამოგზაურებთ და თვალნათლივ დაგანახებთ დედამიწის მრავალფეროვნებას. ისლანდიაში გეიზერებს ნახავთ, ეგვიპტეში ქარავნებს, მექსიკაში - მაიას ტომის დასახლებებს; ფინეთში პოლარული ღამე გაგაოცებთ, მადაგასკარზე კი უზარმაზარი ბაობაბი… 55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ, და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ უფრო მეტის გაგება. ზურგის ქარს გისურვებთ!
    სრულად