წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: არამხატვრული

  • სათაური :    ნივთების უმანკოება
    ავტორი :    ორჰან ფამუქი
    ISBN :    978-9941-11-484-7
    გვერდები :    260
    ფასი :    34.9 GEL
    ანოტაცია :   
    ამ წიგნით, რომელიც დიდი რუდუნებით შერჩეული ნახატებითა და ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული, ”უმანკოების მუზეუმში” გამოფენილი ნივთების საშუალებით ორჰან ფამუქი სტამბოლისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ თხრობას განაგრძობს... წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, ხალხმრავალი ოჯახების ფოტოებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ საინტერესო მუზეუმს და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება. ”უმანკოების მუზეუმის” მიხედვით შექმნილ ამ წიგნში ფამუქი ნივთების, ხედებისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცნაური და ჩვეულებრივი დეტალების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენს.
    სრულად
  • სათაური :    რა სწამს მას, ვისაც არ სწამს
    ავტორები :    უმბერტო ეკო კარლო მარია მარტინი
    ISBN :    978-9941-11-299-7
    გვერდები :    144
    ფასი :    5.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” - უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის დიალოგი - 1996 წელს იტალიაში გამოიცა. საერო კულტურის დიდოსტატი და ეკლესიის მთავარი თანამედროვე ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე მსჯელობენ. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალთახედვით; ადამიანის სიცოცხლის ზღვარი; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები - ამ თემებზე საუბრობენ უმბერტო ეკო და კარლო მარია მარტინი. მათ დიალოგს ცნობილი იტალიელი ინტელექტუალების გამოხმაურება მოჰყვა. მათი წერილები ასევე შედის წიგნში.
    სრულად
  • სათაური :    რეკლამა და პრომოცია
    ავტორები :    ჯორჯ ბელჩი მაიკლ ბელჩი
    ISBN :    978-9941-11-438-0
    გვერდები :    856
    ფასი :    64.9 GEL
    ანოტაცია :   
    ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. ავტორები დარგის ცნობილი სპეციალისტები არიან, მოღვაწეობენ სან-დიეგოს უნივერსიტეტში და სხვადასხვა კომპანიას კონსულტაციებსაც უწევენ, რაც წიგნის აგებულებასა და შინაარსზეც აისახა. წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების - რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის - წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს. ამ ნაწილებში აღწერილია როგორც ბიზნესის, ისე რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიების მუშაობა; შესაძლებელი ხდება თეორიული დებულებების პრაქტიკაში გამოყენების (თუ არგამოყენების) შედეგების აღქმა და გაანალიზება.
    სრულად
  • სათაური :    რომანივით საკითხავი
    ავტორი :    დანიელ პენაკი
    ISBN :    978-9941-11-258-4
    გვერდები :    238
    ფასი :    6.9 GEL
    ანოტაცია :   
    ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს,
    სრულად
  • სათაური :    რჩეული შრომები
    ავტორი :    ზიგმუნდ ფროიდი
    ISBN :    978-9941-11-568-4
    გვერდები :    444
    ფასი :    17.9 GEL
    ანოტაცია :   
    ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის სფეროში გადააქვს და ავითარებს აზრს, რომ კულტურაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ინდივიდის ფსიქიკაში. „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომია, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ფსიქოსოციალურ თავისებურებებს ეხება. „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ და „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“ ამ ორი დიდი შემოქმედის ფსიქოლოგიური ბიოგრაფიების შექმნის მცდელობაა, რომელიც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს. სერია ET CETERA
    სრულად
  • სათაური :    საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა
    ავტორი :    დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი
    ISBN :    978-9941-11-250-8
    გვერდები :    644
    ფასი :    59.9 GEL
    ანოტაცია :   
    მრავალმხრივი და თანამედროვე ”საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა” ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს, სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან თანამედროვე ურთიერთობაში გამოიყენება.
    სრულად
  • სათაური :    სკოლის სევდა
    ავტორი :    დანიელ პენაკი
    ISBN :    978-9941-11-464-9
    გვერდები :    280
    ფასი :    11.9 GEL
    ანოტაცია :   
    ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ - როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა.
    სრულად
  • სათაური :    სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები
    ავტორი :    ირმა ტაველიძე
    ISBN :    978-9941-11-561-5
    გვერდები :    126
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    თანამედროვე ქართველი მწერლის, ირმა ტაველიძის წიგნში „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ გაერთიანებული ესეები ბოლო წლებში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში. ესეების თემატიკა განსხვავებულია: ბავშვობის მოგონებები, სკოლა, ლიტერატურა, თარგმანის ხელოვნება...
    სრულად
  • სათაური :    ფსიქოანალიზის შესავალი
    ავტორი :    ალენ ვანიე
    ISBN :    978-9941-11-540-0
    გვერდები :    204
    ფასი :    11.9 GEL
    ანოტაცია :   
    ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. ფრანგი ფსიქოანალიტიკოსისა და ფსიქიატრის, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის ალენ ვანიეს „ფსიქოანალიზის შესავალი“ ამ მოძღვრების ფუნდამენტური კონცეპტებისა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხი მომენტების განხილვის ერთ-ერთი გამორჩეული მცდელობაა.
    სრულად
  • სათაური :    ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს
    ავტორი :    კარლ გუსტავ იუნგი
    ISBN :    978-9941-11-408-3
    გვერდები :    324
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 - 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის. ორივე ნაშრომი ქართულად პირველად ითარგმნა.
    სრულად