წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: არამხატვრული

  • სათაური :    აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის)
    ავტორები :    მარკ ბელასენი ოლგა შავერნე
    ISBN :    978-9941-11-462-5
    გვერდები :    310
    ფასი :    10.9 GEL
    ანოტაცია :   
    როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი?
    სრულად
  • სათაური :    აქ და ახლა - წერილები (2008-2011)
    ავტორები :    პოლ ოსტერი ჯონ მაქსველ კუტზეე
    ISBN :    978-9941-11-394-9
    გვერდები :    332
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.
    სრულად
  • სათაური :    აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა
    ავტორი :    ალან უოტსი
    ISBN :    978-9941-11-517-2
    გვერდები :    244
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი ალან უოტსი (1915-1973) აღმოსავლური სიბრძნის მოწინავე ინტერპრეტატორი იყო. დასავლეთში აღმოსავლური ფილოსოფიის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი მისმა წიგნებმა და საჯარო ლექციებმა, რომლებშიც ავტორი ურთულეს საკითხებზე მსჯელობას მუდამ მკითხველისა თუ მსმენელისათვის გასაგები ენით ახერხებს. წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ შესული საუბრები უოტსის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში წაკითხული ლექციების ნაწილია. ისინი თემატურადაა შერჩეული და შინაარსობრივ მთლიანობას ქმნის. დროის განსხვავებული აღქმა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში, სექსუალობისადმი ქრისტიანობის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, რწმენისა და მორალის ურთიერთმიმართება... ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც უოტსი წიგნში განიხილავს. სერია ET CETERA
    სრულად
  • სათაური :    ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა
    ავტორი :    ელიზაბეტ კენდელი
    ISBN :    978-9941-11-478-6
    გვერდები :    552
    ფასი :    19.9 GEL
    ანოტაცია :   
    წიგნი XX საუკუნის ამერიკელი (წარმოშობით - ქართველი) ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ითარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის - მელიტონ ბალანჩივაძის, დედის - მარიას, დის - თამარისა და ძმის - ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.
    სრულად
  • სათაური :    გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი
    ავტორი :    ორჰან ფამუქი
    ISBN :    978-9941-11-424-3
    გვერდები :    174
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი” ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: ”მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა - რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგონებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: ”სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაიწყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა.”
    სრულად
  • სათაური :    დანახარჯები - ეფექტიანობის ანალიზი
    ავტორები :    ჰენრი მ. ლევინი პატრიკ ჯ. მაკივანი
    ISBN :    978-9941-11-229-4
    გვერდები :    388
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის
    სრულად
  • სათაური :    მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან
    ავტორი :    მალხაზ ხარბედია
    ISBN :    978-9941-11-398-7
    გვერდები :    256
    ფასი :    7.9 GEL
    ანოტაცია :   
    ეს წიგნი ჩემი გაფანტული ნაწერების თავმოყრის მეორე ცდაა (პირველი ცდის შედეგი 2006 წელს გამოვიდა, „პირადი ბიბლიოთეკა“). ახლო მომავალში ალბათ კიდევ ერთიორი ასეთი წიგნი გამოვა – სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ბლოგები, სტატიები, ესეები, კრიტიკული გამოხმაურებები. ამათ რომ მოვუვლი, იმედი მაქვს, საგროვებელი და თავმოსაყრელი ტექსტების გარდა გაბმული ტექსტებისთვისაც მოვიცლი.
    სრულად
  • სათაური :    მეტამორფოზის სიმბოლოები
    ავტორი :    კარლ გუსტავ იუნგი
    ISBN :    978-9941-11-530-1
    გვერდები :    622
    ფასი :    19.9 GEL
    ანოტაცია :   
    დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875 - 1961) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.
    სრულად
  • სათაური :    მოტოციკლისტის დღიური
    ავტორი :    ერნესტო ჩე გევარა
    ISBN :    978-9941-11-398-7
    გვერდები :    340
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. ”მოტოციკლისტის დღიური” სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი ”ჩე”, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგზაურის დღიურია. 2004 წელს უოლტერ სალესმა ”მოტოციკლისტის დღიურის” მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.
    სრულად
  • სათაური :    მტრის ხატის შექმნა
    ავტორი :    უმბერტო ეკო
    ISBN :    978-9941-11-496-0
    გვერდები :    350
    ფასი :    13.9 GEL
    ანოტაცია :   
    თქვენ წინაშეა უმბერტო ეკოს ესეების კრებული ”მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები”. შემთხვევითი იმიტომ, რომ კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია ”შეკვეთით”, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.
    სრულად