წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: ყველა

  • სათაური :    ბრმა მკვლელი
    ავტორი :    მარგარეტ ეტვუდი
    ISBN :    978-9941-11-468-7
    გვერდები :    868
    ფასი :    15.9 GEL
    ანოტაცია :   
    რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების - აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია...
    სრულად
  • სათაური :    ბუნება 5-6
    ავტორები :    ლელა მეტრეველი ქეთევან მაღრაძე მარინე ბაგალიშვილი ქეთევან ტატიშვილი ნინო ქემოკლიძე ეკატერინე ბოკუჩავა
    ISBN :   
    გვერდები :    0
    ფასი :    0 GEL
    ანოტაცია :   
    სახელმძღვანელოები აგებულია სწავლა-სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით, პრინციპით “მარტივიდან რთულისაკენ”
    სრულად
  • სათაური :    ბუნებისმეტყველება 7
    ავტორები :    ლამარა ბურდილაძე ლია თევზაძე მარინე ბაგალიშვილი ქეთევან მაღრაძე ქეთევან ტატიშვილი
    ISBN :   
    გვერდები :    0
    ფასი :    15 GEL
    ანოტაცია :   
    სრულად
  • სათაური :    გადამალვა
    ავტორი :    ალეკო შუღლაძე
    ISBN :    978-9941-11-516-5
    გვერდები :    200
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით... რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი
    სრულად
  • სათაური :    გეოგრაფია საატესტატო გამოცდებისთვის
    ავტორები :    მაია ბლიაძე გია ჭანტურია
    ISBN :   
    გვერდები :    204
    ფასი :    8 GEL
    ანოტაცია :   
    თქვენ წინაშეა საქართველოსა და მსოფლიოს გეოგრაფიის საატესტატო საგამოცდო საკითხების კრებული, რომლის თემატიკა შეესაბამება
    სრულად
  • სათაური :    გზა საკურთხევლისაკენ
    ავტორი :    ნიკოლას სპარკსი
    ISBN :    978-9941-11-416-8
    გვერდები :    212
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარკსის რომანი ”გზა საკურთხევლისაკენ” პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ”წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ” - ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია. ”გზა საკურთხევლისაკენ” ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. იგი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
    სრულად
  • სათაური :    გზაზე
    ავტორი :    ჯეკ კერუაკი
    ISBN :    978-9941-11-379-6
    გვერდები :    398
    ფასი :    13.9 GEL
    ანოტაცია :   
    ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922 - 1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად - სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ - 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.
    სრულად
  • სათაური :    გოგონა მარგალიტის საყურით
    ავტორი :    ტრეისი შევალიე
    ISBN :    978-9941-11-506-6
    გვერდები :    238
    ფასი :    13.9 GEL
    ანოტაცია :   
    ისტორიული რომანების ავტორს, ამერიკელ მწერალ ტრეისი შევალიეს (1962) საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიას გვთავაზობს. ისტორიის მოსათხრობად მწერალმა ორიგინალურ მხატვრულ ხერხს მიმართა: ამბავს თვით ვერმეერის ნახატზე გამოსახული მშვენიერი გოგონა გვიყვება. არავინ იცის, ვინ არის აღბეჭდილი ამ ტილოზე, მაგრამ გმირის მონათხრობი იმდენად საინტერესო, ცოცხალი და გრძნობებით დატვირთულია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი მართლაც ასე იყო. 2003 წელს რომანის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსენი ასრულებს.
    სრულად
  • სათაური :    გრძელფეხება მამილო
    ავტორი :    ჯინ ვებსტერი
    ISBN :    978-9941-11-360-4
    გვერდები :    416
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში. გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში.
    სრულად
  • სათაური :    გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
    ავტორი :    კენ კიზი
    ISBN :    978-9941-11-521-9
    გვერდები :    396
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარადიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... სრულიად ლოგიკურია, რომ რომანი კენ კიზიმ დაწერა - ადამიანმა, რომელიც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და მუდმივი, ნაირგვარი შემოქმედებითი ძიებებით ამერიკული კონტრკულტურის ორგანული ნაწილი იყო. წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.
    სრულად