წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: ყველა

  • სათაური :    ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი
    ავტორი :    ჯერომ სელინჯერი
    ISBN :    978-9941-11-232-4
    გვერდები :    262
    ფასი :    7.9 GEL
    ანოტაცია :   
    წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო" და "სიმორი, შესავალი” მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან: ”ცხრა მოთხრობასა” და ”ფრენი
    სრულად
  • სათაური :    ხელის აუკანკალებლად
    ავტორი :    თრუმენ კეპოუტი
    ISBN :    978-9941-11-491-5
    გვერდები :    366
    ფასი :    16.9 GEL
    ანოტაცია :   
    თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. ”ახალი ჟურნალისტიკის” ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი ”ხელის აუკანკალებლად” მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს - 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს - და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა.
    სრულად
  • სათაური :    ხელოვნება 1-4
    ავტორები :    მაია მეხაშიშვილი ნინო მიქაბერიძე ნანა კუნჭულია ნინო ციციშვილი
    ISBN :   
    გვერდები :    0
    ფასი :    0 GEL
    ანოტაცია :   
    ამ სახელმძღვანელოების ძლიერი მხარეებია კრეატიული მიდგომა სასწავლო პროცესისადმი, ასევე შინაარსობრივი გამართულობა და მეთოდური ინოვაციების სიუხვე. წიგნებში დაცულია ტექსტების, ილუსტრაციებისა და სავარჯიშო-დავალებების ოპტიმალური თანაფარდობა, რაც უზრუნველყოფს სასწავლო მიზნების მიღწევას, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის შეძენას და სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
    სრულად
  • სათაური :    ხელოვნება 5-6
    ავტორები :    ნანა კუნჭულია მაია მეხაშიშვილი ნანა მიქაბერიძე
    ISBN :   
    გვერდები :    0
    ფასი :    0 GEL
    ანოტაცია :   
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთა აუდიტორია კარგად იცნობს ამ სერიის ავტორთა საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოებს. წარმოდგენილი კომპლექტები, მათი წინამორბედების მსგავსად, მაღალი პროფესიული დონით გამოირჩევა. მათი ძლიერი მხარეა შინაარსის თემატურ-ჟანრობრივი მრავალფეროვნება, სწავლების ინოვაციური მეთოდები, რაც მოზარდი თაობის ესთეტიკური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და ინტერესების სფეროს გაფართოებას ემსახურება.შესასაწავლი საკითხების ავთენტურობა, მისაწვდომობა, საინტერესო ტექსტური მასალა და სავარჯიშოები ორიენტირებულია სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე.
    სრულად
  • სათაური :    ხიდი მდინარე კვაიზე
    ავტორი :    პიერ ბული
    ISBN :    978-9941-11-497-7
    გვერდები :    168
    ფასი :    10.9 GEL
    ანოტაცია :   
    ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) ”ხიდი მდინარე კვაიზე” გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. ”სიკვდილის რკინიგზის” მშენებლობაზე მუშაობდნენ.
    სრულად
  • სათაური :    ჯანქი
    ავტორი :    უილიამ ს. ბეროუზი
    ISBN :    978-9941-11-412-0
    გვერდები :    216
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგთან ერთად, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. „ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი - ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გამოცდილებაა აღწერილი. წიგნი პირველად 1953 წელს უილიამ ლის ფსევდონიმით გამოიცა.
    სრულად
  • სათაური :    ჯოზეფ ანტონი (მემუარები)
    ავტორი :    სალმან რუშდი
    ISBN :    978-9941-11-473-1
    გვერდები :    846
    ფასი :    19.9 GEL
    ანოტაცია :   
    1989 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობა დღეს, სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... სწორედ მაშინ გაიგო პირველად მწერალმა სიტყვა ”ფათვა”. ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი ”ეშმაკეული აიები” ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ისე გამოდიოდა, თითქოს საკუთარი ნებით კი არ დაეწერა რაღაც წიგნი, თვით შაითანის ნაკარნახევი აიები გადაეტანა ფურცელზე!
    სრულად
  • სათაური :    ჯოილენდი
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-467-0
    გვერდები :    316
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ჯოილენდი“ სტივენ კინგის 2013 წელს გამოქვეყნებული რომანია. ხანში შესული დევინ ჯონსი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებს: „21 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვაჟიშვილი გახლდით და ლიტერატურული მისწრაფებები მქონდა... დანჯღრეული „ფორდიც“ მყავდა (ვერაფერს ვიტყვი, რადიო კარგად უმუშავებდა), შიგადაშიგ თვითმკვლელობაზე ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე, გული კი გაბზარული მქონდა“. მთავარი გმირის ცხოვრება 1973 წლის ზაფხულში სამუდამოდ იცვლება. არდადეგებზე ჯონსი მუშაობას გასართობ პარკ „ჯოილენდში“ იწყებს. „ჯოილენდი“ სხვა მსგავსი პარკებისგან არაფრით გამორჩეული იქნებოდა, რომ არა მის ერთ-ერთ პავილიონში მომხდარი შემზარავი მკვლელობა და მასთან დაკავშირებული უცნაურობები, რომლებიც ჯონსს მოსვენებას არ აძლევს.
    სრულად
  • სათაური :    ჰენდერსონი, წვიმის მეფე
    ავტორი :    სოლ ბელოუ
    ISBN :    978-9941-11-444-1
    გვერდები :    562
    ფასი :    16.9 GEL
    ანოტაცია :   
    სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. ”ჰენდერსონი, წვიმის მეფე” - ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი - 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება: ”როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად - ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო - არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ!”
    სრულად