წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: ყველა

  • სათაური :    აღმოსავლეთის გამოგონება
    ავტორი :    ირმა ტაველიძე
    ISBN :    978-9941-11-428-1
    გვერდები :    138
    ფასი :    7.9 GEL
    ანოტაცია :   
    ირმა ტაველიძე დაიბადა 1973 წლის 20 ოქტომბერს გორში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პროზაული ტექსტები 1999 წელს დაიბეჭდა. 2007 წელს გამოიცა ირმა ტაველიძის მოთხრობების პირველი კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად“. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. თარგმნა მიშელ უელბეკის წიგნები: „პლატფორმა“ და „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - ჯ. მ. კუტზეესა და პოლ ოსტერის „აქ და ახლა: წერილები (2008-2011)“. 2011 წლიდან არის შვედ და ქართველ დრამატურგთა ჯგუფის წევრი. „აღმოსავლეთის გამოგონება“ ირმა ტაველიძის მოთხრობების მეორე კრებულია.
    სრულად
  • სათაური :    აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა
    ავტორი :    ალან უოტსი
    ISBN :    978-9941-11-517-2
    გვერდები :    244
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი ალან უოტსი (1915-1973) აღმოსავლური სიბრძნის მოწინავე ინტერპრეტატორი იყო. დასავლეთში აღმოსავლური ფილოსოფიის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი მისმა წიგნებმა და საჯარო ლექციებმა, რომლებშიც ავტორი ურთულეს საკითხებზე მსჯელობას მუდამ მკითხველისა თუ მსმენელისათვის გასაგები ენით ახერხებს. წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ შესული საუბრები უოტსის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში წაკითხული ლექციების ნაწილია. ისინი თემატურადაა შერჩეული და შინაარსობრივ მთლიანობას ქმნის. დროის განსხვავებული აღქმა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში, სექსუალობისადმი ქრისტიანობის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, რწმენისა და მორალის ურთიერთმიმართება... ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც უოტსი წიგნში განიხილავს. სერია ET CETERA
    სრულად
  • სათაური :    ახალი ცხოვრება
    ავტორი :    ორჰან ფამუქი
    ISBN :    978-9941-11-450-2
    გვერდები :    352
    ფასი :    11.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”ერთხელ ერთი წიგნი წავიკითხე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სრულიად ჩავიძირე წიგნში, რომელიც ჩემს ამბავს ყვებოდა, თან ვერც გავიგე - როგორ. შეიძლება, გავიგე კიდეც, მაგრამ დამავიწყდა - მე ხომ სიკვდილს, უბედურებას, გამქრალ ნიშნებს შორის საკუთარი გზის პოვნას ვცდილობდი...” ”ახალი ცხოვრება” ორჰან ფამუქის 1994 წელს გამოცემული რომანია. მწერალი გვთავაზობს მოგზაურობას მისთვის დამახასიათებელ ლაბირინთებში, საიდანაც თითოეული მკითხველი სიყვარულთან, პოლიტიკურ შეთქმულებებთან, ვნებასთან, სიბეცესთან, ახალი ცხოვრების მაძიებლებთან შეხვედრების შემდეგ სხვა ადამიანად უნდა დაბრუნდეს.
    სრულად
  • სათაური :    ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა
    ავტორი :    ელიზაბეტ კენდელი
    ISBN :    978-9941-11-478-6
    გვერდები :    552
    ფასი :    19.9 GEL
    ანოტაცია :   
    წიგნი XX საუკუნის ამერიკელი (წარმოშობით - ქართველი) ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ითარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის - მელიტონ ბალანჩივაძის, დედის - მარიას, დის - თამარისა და ძმის - ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.
    სრულად
  • სათაური :    ბიოლოგია საატესტატო გამოცდებისთვის
    ავტორები :    ლამარა ბურდილაძე დოდო ბარამიძე ქეთევან მაღრაძე ნანა სიხარულიძე მარინე ბაგალიშვილი
    ISBN :   
    გვერდები :    105
    ფასი :    6 GEL
    ანოტაცია :   
    წინამდებარე ტესტების კრებული შედგენილია მათთვის, ვინც გამოსაშვებ გამოცდას ბიოლოგიაში 2013 წლის შემოდგომაზე
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 1 (მსროლელი)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-445-8
    გვერდები :    294
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი - ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს.
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-488-5
    გვერდები :    510
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას.
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები I)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-495-3
    გვერდები :    330
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...
    სრულად
  • სათაური :    ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები II)
    ავტორი :    სტივენ კინგი
    ISBN :    978-9941-11-504-2
    გვერდები :    314
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    „ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...
    სრულად
  • სათაური :    ბრაზილია
    ავტორი :    ჯონ აპდაიკი
    ISBN :    978-9941-11-466-3
    გვერდები :    374
    ფასი :    16.9 GEL
    ანოტაცია :   
    კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო - რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი - შემთხვევით გაიცნობს იზაბელს - ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ - ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი - თან სრულიად მოულოდნელი - წინ არაერთია. ჯონ აპდაიკის (1932-2009) ”ბრაზილია” თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია. სერია ”ამერიკელები”
    სრულად