წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: უკანასკნელი სამყარო

სათაური :    უკანასკნელი სამყარო
ავტორი :    ქრისტოფ რანსმაირი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    9789941115974
გვერდები :    256
ფასი :    14.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია
გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ
ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რანსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მის რომანში „უკანასკნელი სამყარო“ მოთხრობილია მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში, შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში, აქ გადასახლებული პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის კვალდაკვალ. ეს ქალაქი უკანასკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების ადგილი. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. „უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.