წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე

სათაური :    რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე
ავტორი :    რეიმონდ კარვერი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-547-9
გვერდები :    166
ფასი :    12.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    მაგარი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.

 

ამერიკელი მწერალი და პოეტი რეიმონდ კარვერი (1938-1988) მოთხრობის ჟანრის ოსტატია. წინამდებარე კრებულში, რომელიც 1981 წელს გამოქვეყნდა, თავს იჩენს კარვერის მხატვრული აზროვნების ყველაზე ტიპური ნიშნები: მინიმალისტური სტილი და ღრმა ქვეტექსტი, რომლის ამოცნობას მწერალი მკითხველს ანდობს. კარვერის მოთხრობების პერსონაჟები არიან სასოწარკვეთილი, ცხოვრებისგან გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც ძუნწად გამოხატავენ თავიანთ აზრებსა და განცდებს, მაგრამ ეს სიტყვაძუნწობა ძალზე შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველია. რეიმონდ კარვერის თითოეული მოთხრობა ღრმააზროვანი ენიგმაა, რომელიც გვაიძულებს, ახლებურად გავიაზროთ მარადიული თემები: სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული...

 

სერია „ამერიკელები“