წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ფუტკრების იდუმალი ცხოვრება

სათაური :    ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
ავტორი :    სიუ მონკ კიდი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-525-7
გვერდები :    360
ფასი :    13.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.

 

ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“  2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს.

თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს.  შავკანიან მსახურ ქალთან ერთად  ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს,  ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

 

სერია ET CETERA


 
მიმაგრებული ფაილები