წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: არჩევანი

სათაური :    არჩევანი
ავტორი :    გოლი თარაყი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-549-3
გვერდები :    266
ფასი :    12.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ.

 

გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი  რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ - ევროპული რეალობა. თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. მწერალი, მისივე პერსონაჟივით, „ფრაზებს იტკბობს, წერტილებს გემოს უსინჯავს, ისრუტავს... მერე კი თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის დაილექება სულში ასოთა გემო“.

 

2004 წელს „დიოგენემ“ გამოსცა გოლი თარაყის ნოველების კრებული „სახლი ზეცაში“. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ მწერლის ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს. 

 

სერია ET CETERA


 
მიმაგრებული ფაილები