წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: მეტამორფოზის სიმბოლოები

სათაური :    მეტამორფოზის სიმბოლოები
ავტორი :    კარლ გუსტავ იუნგი
კატეგორია :    არამხატვრული
ISBN :    978-9941-11-530-1
გვერდები :    622
ფასი :    19.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ.

 

დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875 - 1961) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.

 

„მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის - მითებისა და სიზმრების - წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

 

სერია ET CETERA


 
მიმაგრებული ფაილები