წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ფოსტა

სათაური :    ფოსტა
ავტორი :    ჩარლზ ბუკოვსკი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-515-8
გვერდები :    248
ფასი :    14.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    მაგარი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ.

 

ჩარლზ ბუკოვსკი გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალია - მრავალი რომანის, მოთხრობის, ლექსისა და ესეს ავტორი. ახალგაზრდულ ასაკში განცდილი ლიტერატურული მარცხი და ხანგრძლივი ცხოვრებისეული იმედგაცრუება საფუძვლად დაედო მის გვიანდელ ნაწარმოებებს, რომლებშიც მწერალი საკუთარ გამოცდილებას ჰენრი ჩინასკის სახელით გადმოსცემს.

 

რომანი "ფოსტა" მწერლის პირველი ბიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში  დაიწერა. ამ წიგნმა მწერალს დიდი წარმატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპატიო ადგილი ე. წ. "ბინძური ლიტერატურის" ჟანრში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატურალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის ძალზე თავისებური, ნაღვლიანი იუმორი, განმაიარაღებელი გულწრფელობა და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირონიული დამოკიდებულება არც ერთ მკითხველს გულგრილს არ ტოვებს.

 

სერია „ამერიკელები“


 
მიმაგრებული ფაილები