წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: გოგონა მარგალიტის საყურით

სათაური :    გოგონა მარგალიტის საყურით
ავტორი :    ტრეისი შევალიე
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-506-6
გვერდები :    238
ფასი :    13.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.

 

ისტორიული რომანების ავტორს, ამერიკელ მწერალ ტრეისი შევალიეს (1962) საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიას გვთავაზობს. ისტორიის მოსათხრობად მწერალმა ორიგინალურ მხატვრულ ხერხს მიმართა: ამბავს თვით ვერმეერის ნახატზე გამოსახული მშვენიერი გოგონა გვიყვება. არავინ იცის, ვინ არის აღბეჭდილი ამ ტილოზე, მაგრამ გმირის მონათხრობი იმდენად საინტერესო, ცოცხალი და გრძნობებით დატვირთულია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი მართლაც ასე იყო.

2003 წელს რომანის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსენი ასრულებს.


 
მიმაგრებული ფაილები