წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

სათაური :    ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი
ავტორი :    ჯონ ფაულზი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-505-9
გვერდები :    622
ფასი :    24.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ.

 

დიდი ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის (1926-2005) რომანი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფსიქოლოგიური დრამის ბრწყინვალე ნიმუში და თანამედროვე ლიტერატურის შედევრია. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. დარვინის იდეებით გატაცებული ახალგაზრდა არისტოკრატი, რომელიც მდიდარი კომერსანტის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს, შემთხვევით გადაეყრება ყველას მიერ ცოდვილად შერაცხულ ქალს, თავისი ნებით რომ აღუმართავს კედელი საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს შორის. ეს ერთი შეხედვით  უმნიშვნელო შეხვედრა ახალგაზრდა კაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდება...

1981 წელს „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფილმად გადაიღეს. დღეს უკვე კლასიკად ქცეული ეკრანიზაციის სცენარი ჰაროლდ პინტერმა დაწერა, მთავარი როლები კი მერილ სტრიპმა და ჯერემი აირონსმა შეასრულეს.

 

სერია ”დიოგენეს ბიბლიოთეკა”


 
მიმაგრებული ფაილები