წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ეშმაკეული აიები

სათაური :    ეშმაკეული აიები
ავტორი :    სალმან რუშდი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-487-8
გვერდები :    758
ფასი :    19.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ.

 

ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი მოფრინავს - მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს რომ ეძახდნენ... ერთმანეთს ებღაუჭებიან, მოფრინავენ, მოიმღერიან, მერე კი ზღვაში ჩაინთხლევიან და, რაღაც სასწაულით გადარჩენილებს, ტალღები ალბიონის დათოვლილ სანაპიროზე გამორიყავს.

ცხადია, სასწაულია ეს ყველაფერი, ოღონდ - საორჭოფო: ჯაბრაილს წმინდანის ბაკი ადგას თავზე, სალადინ ჩამჩა კი ერთ რაღაც გაბანჯგვლულ, ფლოქვებიან, რქოსან არსებად ქცეულა. ვიღაცამ უეჭველად კეთილისა და ბოროტის დაუსრულებელი ბრძოლის ასპარეზზე გამოსაყვანად არჩია ისინი, ოღონდ რომელი რომელია მათ შორის?.. საბოლოო შეხლამდე, ახლა ცალ-ცალკე მიიკვლევენ გზას დროსა და სივრცეში, სანამ ჩვენ სიყვარულისა და ვნების, რწმენისა და ღალატის ამბავთა დაუსრულებელ კრიალოსანს ვმარცვლავთ...

 

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“


 
მიმაგრებული ფაილები