წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა

სათაური :    ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა
ავტორი :    ელიზაბეტ კენდელი
კატეგორია :    არამხატვრული
ISBN :    978-9941-11-478-6
გვერდები :    552
ფასი :    19.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    მაგარი ყდა
 
ანოტაცია

 

ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა.

 

წიგნი XX საუკუნის ამერიკელი (წარმოშობით - ქართველი) ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ითარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის - მელიტონ ბალანჩივაძის, დედის - მარიას, დის - თამარისა და ძმის - ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.

 

წიგნის ავტორია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ბალეტის კრიტიკოსი ელიზაბეტ კენდელი. იგი იყენებს ბალანჩინის თანამედროვეთა მემუარებს და იმდროინდელ პუბლიკაციებს; ასევე, რუსეთის, ფინეთის, ამერიკისა და საქართველოს არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალას.