წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის)

სათაური :    აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის)
ავტორები :    მარკ ბელასენი
ოლგა შავერნე
კატეგორია :    არამხატვრული
ISBN :    978-9941-11-462-5
გვერდები :    310
ფასი :    10.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი?

 

ეს წიგნი სახელმძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებსაც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნალობისა და სწავლების დროს. წიგნს სამეცნიერო მიზნები არ აქვს, მშობლების დასახმარებლადაა დაწერილი და გარემოსადმი აუტისტი ბავშვების განსხვავებულ დამოკიდებულებას უჩვენებს მკითხველს. წიგნი მდიდარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზეა დაწერილი და შეიცავს სასარგებლო, პრაქტიკულ ინფორმაციას აუტიზმის შესახებ. ავტორების პოზიცია ასეთია: აუტიზმი დაავადებაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია.

 

მარკ ბელასენი და ოლგა შავერნე წლების მანძილზე მუშაობდნენ სხვადასხვა კლინიკაში სპეციალური განათლების მქონე პედაგოგებად და ფსიქოთერაპევტებად და მდიდარი გამოცდილება დააგროვეს. მათგან ერთ-ერთი ბ. ბეტელჰეიმთან ერთად აშშ-ში, ბეტელჰეიმის მიერ დაარსებულ ცენტრშიც მუშაობდა. ნელ-ნელა მათ საკუთარი კონცეფცია და საკუთარი თერაპიული მიდგომაც შეიმუშავეს. ბავშვთა აუტიზმთან საბრძოლველად 1992 წელს დააარსეს ასოციაცია ALCAI და რეგულარულ დახმარებას უწევდნენ იმ ოჯახებს, რომლებსაც იმედი სრულიად გადაწურული ჰქონდათ.