წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს

სათაური :    ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს
ავტორი :    ბოჰუმილ ჰრაბალი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-457-1
გვერდები :    310
ფასი :    9.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა.

 

„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა).

იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს - ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება - მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით. 

 

სერია ”დიოგენეს ბიბლიოთეკა”


 
მიმაგრებული ფაილები