წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება

სათაური :    ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება
ავტორი :    რომენ გარი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-447-2
გვერდები :    230
ფასი :    9.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ფრანგულიდან თარგმნა ლია დარაშვილმა.

 

რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის მიიღო.

 

”ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება” ხანში შესული ფრანგი ბიზნესმენის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია - სიყვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.