წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი

სათაური :    გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი
ავტორი :    ორჰან ფამუქი
კატეგორია :    არამხატვრული
ISBN :    978-9941-11-424-3
გვერდები :    174
ფასი :    9.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

თარგმნა ია ბერსენაძემ.

 

”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი” ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს:

 

”მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა - რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგონებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: ”სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაიწყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა.”