წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ლოტ 49-ის გამოცხადება

სათაური :    ლოტ 49-ის გამოცხადება
ავტორი :    თომას პინჩონი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-418-2
გვერდები :    224
ფასი :    12.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    მაგარი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.

 

ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. პინჩონის არცერთ წიგნს - ავტორის ნების შესაბამისად - არ ახლავს მისი ფოტო. უკვე წლებია, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ მისგან ინტერვიუს აღებას ან მის პირად ცხოვრებაზე მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვებას. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი.

 

„ლოტ 49-ის გამოცხადება“ - რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია - პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

 

სერია „ამერიკელები“


 
მიმაგრებული ფაილები