წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: თეთრი ძაღლი

სათაური :    თეთრი ძაღლი
ავტორი :    რომენ გარი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-400-6
გვერდები :    304
ფასი :    9.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ.

 

რომენ გარი  ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980)  ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში  ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც - წესის მიხედვით - ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო.

 

„თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია - რეალური ამბავი, თუ როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.   

 

სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკა"


 
მიმაგრებული ფაილები