წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ძარცვა

სათაური :    ძარცვა
ავტორი :    პიტერ კერი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-399-4
გვერდები :    404
ფასი :    11.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ.

 

ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა,  რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა  ჯონ კუტზეემ - თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატი რომანისტის სახელს ნობელის პრემიის ყველაზე რეალურ და ღირსეულ კანდიდატებს შორის ხშირად ახსენებენ ხოლმე, რადგან, როგორც წესი, პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა.

2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის.

 

სერია ”დიოგენეს ბიბლიოთეკა” 


 
მიმაგრებული ფაილები