წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: კირჩხიბის ტროპიკი

სათაური :    კირჩხიბის ტროპიკი
ავტორი :    ჰენრი მილერი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-392-5
გვერდები :    352
ფასი :    13.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ.

 

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.

 

წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა - მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის - დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა.

 

სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკა" 


 
მიმაგრებული ფაილები