წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: დაიკიდე, ჯივზ!

სათაური :    დაიკიდე, ჯივზ!
ავტორი :    პ. გ. ვუდჰაუსი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-296-6
გვერდები :    272
ფასი :    9.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    რბილი ყდა
 
ანოტაცია

 

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ.

 

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინგლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვუდჰაუსს - უკვე სახელგანთქმულ მწერალს - ბრალი კოლაბორაციონიზმში დასდეს. ბრიტანულ პრესაში დღემდე ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც მწერლის ბიოგრაფიის ამ საჩოთირო დეტალს უტრიალებენ. ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ მათ შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. ”დაიკიდე, ჯივზ!” ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია. 

 

სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკა" 


 
მიმაგრებული ფაილები