წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: პალომა - უცნაური მეფის ასული

სათაური :    პალომა - უცნაური მეფის ასული
ავტორი :    თეა ლომაძე
კატეგორია :    საბავშვო მხატვრული
ISBN :    99940-45-55-5
გვერდები :    152
ფასი :    12.9 GEL
ფორმატი :    175×240
ყდის ტიპი :    მაგარი ყდა
 
ანოტაცია

ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ იციან მათ, რომ ყველა პრინცესა ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთი უცნაურია ერთი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ერთადერთი ასული - პალომა. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა მისი საქციელი, მანაც სასახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი და მგრძნობიარე მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით - მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა. თავის გრძელ გზაზე პალომა სულიერად გაიზარდა, ყველას უწილადა სიკეთე და, რაც მთავარია, ნამდვილი, მოულოდნელი სიყვარული იპოვა.

 

„პალომა - უცნაური მეფის ასული“ არ არის ზღაპარი ტრადიციული გაგებით. აქ ვერ შეხვდებით ჯადოსნურ ნივთებს და მოვლენებს. მაგრამ ეს მოთხრობა მაინც ჯადოსნური ზღაპარია, რადგანაც ბევრ ბავშვს შეაყვარა წიგნის კითხვა.

 

1996 წელს "პალომა - უცნაური მეფის ასული" "დიოგენეს" საბავშვო ნაწარმოებების კონკურსის II პრემიით დაჯილდოვდა. ეს ორენოვანი სასაჩუქრო გამოცემა რუსუდან ფეტვიაშვილის ფერადი ილუსტრაციებითაა გაფორმებული. მოგვიანებით ავტორმა წიგნის გაგრძელება დაწერა. ორივე ნაწილი ინგლისურად ითარგმნა და 2006 წელს ერთ წიგნად გამოიცა.