სიახლეები

Facebook

 

ავტორი :: კოტე ჯანდიერი

სახელი :    კოტე ჯანდიერი
ბიოგრაფია :   

დაიბადა 1958 წელს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით და მეორადი სწავლების სახელოვნებო ფაკულტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით (1979 წ.)

არის თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დოცენტი. სხვადასხვა დროს იყო იმავე ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი. ჩატარებული აქვს მასტერკლასები კინოდრამატურგიაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

1977 წლიდან იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში. მოთხრობა ”საოჯახო ქრონიკა” შეტანილია კრებულში ”ათი საუკეთესო ქართული მოთხრობა”. მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის პრიზი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებებისთვის (”მაყვლიანი”, ”დაპატიჟება კინოში”). მოთხრობა ”გლობალიზაციას” მიღებული აქვს ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” პრემია საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის. შესულია კრებულში ”15 საუკეთესო ქართული მოთხრობა”. 

გამოცემული აქვს პროზაული კრებულები ”ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან” (1994 წ.) და ”კონკიას ღამე” (გამომცემლობა ”დიოგენე”, 2009 წ.).

არის ბერლინის ლიტერატურული სახელოსნოს სტიპენდიანტი. გერმანიაში ქართული ლიტერატურის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე. არის კინოსტუდია ”ქართული ფილმის” სამხატვრო საბჭოს წევრი. არის ”ქართული ნაციონალური ბალეტის” (1996 წ.) ტექსტის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი. მხატვარ პეტრე ოცხელის საიუბილეო გამოფენის იდეის ავტორი და ორგანიზატორი (1997 წ.) მხატვარ პეტრე ოცხელის საიუბილეო ალბომისა და კატალოგის შემდგენელი, კონცეფციის ავტორი და ტექსტის თანაავტორი (2008 წ.).

არის ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” გრანტიორი (თანაავტორი დოკუმენტური ტელესერიალის პროექტისა ”დაპატიჟება აგორაზე”). არის სცენარის ავტორი

დოკუმენტური ფილმისა ”ღვინის აკვანი” (KFW-ს დაკვეთით). 2006-2007 წლებში იყო ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” და ფონდ ”ევრაზიის” გრანტიორი (პროექტი ”საქართველო და ეროვნული უმცირესობები”).

არის 16 მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი. აქედან აღსანიშნავია: ”ტრასა” (რეჟ. ლ. კიტია, პრიზი საუკეთესო ფილმისათვის, კიევის საერთაშორისო კ/ფესტივალი, 1988 წ.), ”გზაჯვარედინი” (რეჟ. ლ. კიტია, პრიზი - ”ბრინჯაოს ამფორა”, მონტე-კატინის საერთაშორისო ფესტივალი, 1990 წ.), ”ორფევსის სიკვდილი” (რეჟ. გ. შენგელაია, 1998 წ.), ”ბათუმის ომი” (ბათუმის ტელევიზიის დაკვეთით, რეჟ. ზ. ბუაძე, 1995 წ.), ტელესერიალი ”ცხელი ძაღლი” (ტელეარხ ”იმედის” დაკვეთით. თანაავტორი ნ. შატაიძე, 2002-2007 წწ.)

 
წიგნები :