სიახლეები

Facebook

 

ავტორი :: თეა ლომაძე

 
სახელი :    თეა ლომაძე
ბიოგრაფია :   

 

თეა ლომაძე დაიბადა 1966 წელს ქალაქ თბილისში. სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კათედრაზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

როგორც თავად ამბობს, იზრდებოდა ოჯახში, სადაც წიგნი ყველაზე დიდ ფასეულობად ითვლებოდა. მის ბავშვობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა შვედი საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებამ და სწორედ ამ წიგნებმა ჩამოაყალიბა მგრძნობიარე, ემოციურ ნატურად.

1996 წელს გამომცემლობა ”დიოგენემ” გამოაცხადა საბავშვო პროზის კონკურსი. თეა ლომაძემ, რომელიც მანამდე მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის იგონებდა ზღაპრებს, სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერა პირველი საბავშვო მოთხრობა ”პალომა - უცნაური მეფის ასული”, რომელიც მეორე პრიზით დაჯილდოვდა და 1997 წელს გამოიცა. ამას მოჰყვა გამოცემები: ”ერთი პატარა სასწაული” (2000 წ.), ”ჩანო-ჩეა” (2001 წ.), ”ქარის მოტანილი ამბები” (2005 წ.), ”პალომა” (ორენოვანი გამოცემა, 2006 წ.), ”წერილი ბოთლში” (2010 წ.).

 
წიგნები :