სიახლეები

Facebook

 

ავტორი :: ვ. გ. ზებალდი

სახელი :    ვ. გ. ზებალდი
ბიოგრაფია :   

„შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? - ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ. ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვინფრიდ გეორგ ზებალდს აკადემიური წრის იქით კარგა ხანს არავინ იცნობდა. ზებალდმა ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. იგი ორმოცს გადაცილებული იყო, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა და ავტორს თანამედროვეობის გამორჩეული პროზაიკოსის სახელი დაუმკვიდრა. სამწუხაროდ, ზებალდის სამწერლო მოღვაწეობა ხანმოკლე გამოდგა - 2001 წელს 57 წლის მწერალი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

 
წიგნები :