სიახლეები

Facebook

 

ავტორი :: პიერ ბული

სახელი :    პიერ ბული
ბიოგრაფია :   

ფრანგი მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია „ხიდი მდინარე კვაიზე“ და „მაიმუნების პლანეტა“. ამ რომანების მიხედვით გადაღებული ფილმები ჰოლივუდის კლასიკად ითვლება. პიერ ბული 1912 წელს, ავინიონში დაიბადა. პროფესიით ინჟინერი წლების განმავლობაში აზიაში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბული საიდუმლო აგენტი იყო და ეხმარებოდა წინააღმდეგობის მოძრაობას ინდოჩინეთში. ომის შემდგომ წლებში მწერალმა საინჟინრო განათლება, დივერსიების მოწყობის პრაქტიკული ცოდნა (ბულს საგანგებოდ შეასწავლეს ხიდების აფეთქება თუ მატარებლების რელსებიდან გადაყვანა) და სამხედრო ტყვედ ყოფნის გამოცდილება (ბული 1943 წელს დაატყვევეს, ომის ბოლოსკენ მან გაქცევა მოახერხა) რომანის - „ხიდი მდინარე კვაიზე“ - წერისას გამოიყენა. წიგნი მსოფლიო ბესტსელერად იქცა და მალე მწერლის შემოქმედებით ჰოლივუდიც დაინტერესდა. ფილმი წიგნზე არანაკლებ პოპულარული გახდა, ფილმის საუნდტრეკი კი („პოლკოვნიკ ბოუგის მარში“) დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოტივია. პიერ ბული 1994 წელს გარდაიცვალა. 

 
წიგნები :