სიახლეები

Facebook

 

ავტორი :: ჯინ ვებსტერი

სახელი :    ჯინ ვებსტერი
ბიოგრაფია :   

ჯინ ვებსტერი დაიბადა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ფრედონიაში, 1876 წლის 24 ივნისს. 1894-1896 წლებში იგი ლედი ჯეინ გრეის პანსიონში სწავლობდა, 1897 წლიდან კი ვესარის კოლეჯში შევიდა, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. ბოლო კურსზე ის უკვე წერდა და ყოველკვირეულ გაზეთსა და ვესარის ალმანახში აქვეყნებდა მოთხრობებს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჯინ ვებსტერი ნიუ იორკში ცხოვრობდა, თავს ჟურნალისტობით ირჩენდა და მოთხრობებსაც აქვეყნებდა. ვებსტერმა დაწერა რვა რომანი და აუარებელი გამოუქვეყნებელი მოთხრობა და პიესა. მწერლის წიგნებიდან ყველაზე ცნობილია ”გრძელფეხება მამილო”. ჯინ ვებსტერი 1916 წელს მშობიარობის გართულების გამო გარდაიცვალა.  

 
წიგნები :