სიახლეები

Facebook

 

ავტორი :: ედით უორტონი

სახელი :    ედით უორტონი
ბიოგრაფია :   

ამერიკელი მწერალი. დაიბადა 1862 წელს. 1908 წელს ევროპაში გაემგზავრა. პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა ჟურნალისტად ფრონტის ხაზზე. საფრანგეთის მთავრობამ მწერალი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ომის შემდგომი წლები უორტონმა საფრანგეთში გაატარა. გარდაიცვალა 1937 წელს.

 

უორტონი არაერთი წიგნის ავტორია, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილია რომანი „უმანკოების ხანა“, რომლისთვისაც მწერალს პულიცერის პრემია მიენიჭა. ედით უორტონი პირველი მწერალი ქალია, ვისაც ეს ჯილდო ერგო.

 

2012 წელს „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ სერიით ედით უორტონის „უმანკოების ხანა“ გამოიცა (მთარგმნელი ანი კოპალიანი). ეს არის მწერლის პირველი წიგნი, რომელიც ქართულად ითარგმნა. 

 
წიგნები :